კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მესე ფრანკფურტის ოფიციალური წარმომადგენლის გვერდზე საქართველოში და სომხეთში

მესე ფრანკფურტი: ბიზნეს მოდელი გლობალური ბიზნესისთვის

მესე ფრანკფურტი (ჯგუფი) არის მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო გამოფენების, კონგრესებისა და ღონისძიებების ორგანიზატორი საკუთარი საგამოფენო სივრცეებით. დაახლოებით 800 წელია ხალხს ჩვენს ღონისძიებებზე ვაერთიანებთ, როგორც ფრანკფურტში, ისე მთელ მსოფლიოში. იქნება ეს ჩვენი გამოფენები, კონგრესები თუ სხვა ღონისძიებები, ციფრული თუ ანალოგური მომსახურება - ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყოველთვის ორიენტირებული იყო ადამიანებს შორის ურთიერთობაზე. ეს არის ის, რისი სრულყოფაც შევძელით ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში. დაახლოებით 2,600 თანამშრომლით 30 ლოკაციაზე, ჩვენ მთელ მსოფლიოში დღე-ღამის განმავლობაში ვმუშაობთ ჩვენი კლიენტების ინტერესების შესაბამისად. 4,5 მილიონზე მეტმა ვიზიტორმა და 100,000-ზე მეტმა გამომფენმა ნდობა გამოუცხადა ჩვენი საერთაშორისო ქსელის ეფექტურობასა და ჩვენი ღონისძიებების ხარისხს. მესე ფრანკფურტი აერთიანებს მომავლის ტენდენციებსა და ახალ ტექნოლოგიებს, ბაზრებსა და ადამიანებს, მოთხოვნასა და მიწოდებას. ჩვენ ვქმნით სივრცეს ახალი თანამშრომლობებისთვის, პროექტებისა და ბიზნეს მოდელებისთვის იქ, სადაც განსხვავებული პერსპექტივები და ინდუსტრიის სექტორები ერთმანეთს ხვდება.

დაგეგმილი ღონისძიებები

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რათა ჩვენი ვებ-საიტის მეშვეობით თქვენზე მორგებული ინფორმაცია მიიღოთ. ჩვენი სერვისების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქის პირობებს.  დამატებითი ინფორმაცია