ჩამოსვლა

მესე ფრანკფურტი მდებარეობს ევროპის ცენტრში. ფრანკფურტსა და მის შემოგარენში სასტუმროების ფართო არჩევანია. ქვემოთ მოცემულია ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც გამოგადგებათ თქვენი ჩამოსვლისთვის და მთელი ვიზიტის განმავლობაში.

ტრანსფერი აეროპორტიდან

ფრანკფურტის აეროპორტიდან საგამოფენო სივრცემდე ავტომობილით ან ტაქსით 15 წუთის გზაა. შესაძლებელია აირჩიოთ ერთ-ერთი შესასვლელი ამ სამიდან: City Entrance (გერმ. „Eingang City/Festhalle“), Galleria Entrance (გერმ. „Eingang Galleria”) ან Portalhaus Entrance (გერმ. „Eingang Portalhaus”). აეროპორტიდან ფრანკფურტის ცენტრალურ სადგურზე (გერმ. „Hauptbahnhof") მისვლა შესაძლებელია საქალაქო ჩქაროსნული მატარებლის (S-Bahn) S8 ან S9 ხაზის გამოყენებით (მიმართულება Hanau ან Offenbach Ost), საიდანაც საქალაქო ჩქაროსნული მატარებლის (S-Bahn) S3, S4, S5 და S6 ხაზების საშუალებით პირადპირ გამოფენასთან მოხვდებით (გაჩერება “Frankfurt (Main) Messe”).

მგზავრობა ფრანკფურტის ცენტრალური სადგურიდან

ფრანკფურტის ცენტრალური სადგური მესე ფრანკფურტიდან რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული. მიწისქვეშა გაჩერებიდან გამოფენამდე მისვლა შესაძლებელია როგორც საქალაქო ჩქაროსნული მატარებლის (S-Bahn), ისე მეტროს გამოყენებით. გარდა ამისა, შესაძლებელია, აირჩიოთ ტრამვაი ან ტაქსი. ფეხით მესე ფრანკფურტამდე მისვლა შესაძლებელია 10 წუთში.

ღონისძიებაზე შესასვლელი ბილეთი, რომელსაც აქვს RMV ქსელის სიმბოლო, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც (გარდა შესასვლელი ვაუჩერებისა და საპატიო ბილეთებისა) რაინ-მაინის სატრანსპორტო ქსელში (RMV). ადგილზე სალაროში შეძენილი ერთი დღის ბილეთი ვალიდურია მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, გამოფენიდან უკანა გზაზე.

ონლაინ ბილეთის რაინ-მაინის სატრანსპორტო ქსელში (RMV) გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მოქმედ ID ბარათთან ან პასპორტთან ერთად. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასევე ნებადართულია ონლაინ განაღდებული შესასვლელი ვაუჩერების გამოყენება.

დამატებითი ინფორმაცია

მგზავრობა მოტობილიკის გამოყენებით

როგორც სატრანსპორტო ჰაბს, ფრანკფურტს აქვს კარგად განვითარებული მოტობილიკები. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ჩვენი ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის სპეციალურ მინიშნებებს გზებზე - ისინი გიჩვენებენ უმოკლეს გზას მესე ფრანკფურტამდე. ღონისძიებების დროს ხელმისაწვდომია პარკირების ადგილების საკმარისი ოდენობა.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რათა ჩვენი ვებ-საიტის მეშვეობით თქვენზე მორგებული ინფორმაცია მიიღოთ. ჩვენი სერვისების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქის პირობებს.  დამატებითი ინფორმაცია