მონაცემთა დაცვა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

რატომ ვაგროვებთ მომხმარებელთა მონაცემებს? 
ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს, იმ მიზნით, რომ მოგაწოდოთ ჩვენი მომსახურება, გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქცია და სერვისები, გამოგიგზავნოთ შეტყობინებები, შეთავაზებები და ინფორმაცია აქციების შესახებ, დავიცვათ როგორც ჩვენი და მესამე მხარის უფლებები და ინტერესები, ასევე მოქმედი კანონმდებლობა. 

როგორ გროვდება მონაცემები? 
თქვენ პირადად გვაწვდით აღნიშნულ ინფორმაციას. ინფორმაცია ასევე მოგვეწოდება cookie ფაილების (cookies) და მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით, ჩვენი პროდუქტების ან ვებგვერდის გამოყენებისას. 

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება 
ჩვენ გპირდებით, რომ: 
• ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე; 
• არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად; 
• ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით. 

ინფორმაციის უსაფრთხოება 
ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. 

როგორ გიცავთ კანონი 
მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია: 
• რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ; 
• მონაცემთა დამუშავების მიზანი; 
• მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; 
• რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები; 
• ვის გადაეცა თქვენი მონაცემები; 
• მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი; 

რა ხნის განმავლობაში ვინახავთ ასეთ ინფორმაციას? ჩ
ვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია 5 წლამდე მეტი ხნით, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო. 

თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. 

თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება, ან გამოყენების შეწყვეტა, ან განადგურება.

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV) ითვალისწინებს თქვენი პირადი მონაცემების დაცვის საკითხს. DWV, მდებარე რუსთაველის გამზ. 24, 0108 თბილისი, საქართველო, ს/კ: 204545581, პასუხისმგებელია მონაცემთა დამუშავებაზე, მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის შესაბამისად. ჩვენი ვებ-გვერდის ცვლილებებთან დაკავშირებით შესაძლოა კონფიდენციალობის პოლიტიკა შეიცვალოს. გირჩევთ, ეს კონფიდენციალობის პოლიტიკა დრო და დრო წაიკითხოთ.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რათა ჩვენი ვებ-საიტის მეშვეობით თქვენზე მორგებული ინფორმაცია მიიღოთ. ჩვენი სერვისების გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქის პირობებს.  დამატებითი ინფორმაცია